წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტი სკოლებში
12/04/2019 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

 

              

 

 

                 

 

 

ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2018-ოქტომბერი 2019

დონორი: New World Program

პარტნიორები: საქართველოს სამედიცინო ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, როტარიანელთა კლუბი

სფერო: წყალი, სანიტარია და ჰიგიენა, ქალებისა და გოგონების გაძლიერება, კარგი მმართველობა

გეოგრაფიული არეალი: აჭარა და გურიის რეგიონები, დასავლეთ საქართველო

სამიზნე ჯგუფი:
ახალგაზრდები, სასოფლო დაახლებები, ადგილობრივი ხელისუფლება


წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტი (WASH) სკოლებში აუმჯობესებს წვდომას უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე, ინკლუზიური და თემზე დაფუძნებული მიდგომის საშუალებით. პროექტი აძლიერებს ქალებსა და ახალგაზრდებს განათლების და უნარების განვითარების გზით, ახდენს „სკოლებში WASH" მოდელის ტესტირებას და მიზნად ისახავს მის დანერგვას საქართველოს მასშტაბით.

სკოლებში WASH მოდელის განხორციელება გულისხმობს სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქცევების და დამოკიდებულებების ცვლილებას, მდგრადი მმართველობის მექანიზმების გამოყენებას საქართველოს რეგიონებში წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის გასუმჯობესებლად. პროგრამა ეყრდნობა გამოცდილ და მრავალმხრივ მიდგომას, რომლის მიზანია დაბინძურებული წყლის მდგომარეობის და არასწორი სანიტარულ-ჰიგიენური ჩვევების გამოსწორება, რაც წყლისგან გამოწვეული დაავადებებისა და ნაწლავური ინფექციების მთავარი მიზეზია, და განსაკუთრებით ნეგატიურ გავლენას ბავშვებზე ახდენს.

პროექტის ამოცანებია:

-ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სკოლებში

-ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ

-სკოლების პერსონალის უნარების გაუმჯობესება მასწავლებლების ტრენინგებისა და სასწავლო მასალების მიწოდების საშუალებით

-WASH მოდელის განვითარება, და მისი დანერგვა საქართველოს სკოლებში

პროექტს მხარს უჭერს და ახორციელებს კონსორციუმი, რომელშიც შედიან: საქართველოს სამედიცინო ჯგუფი (GMG), ქეა, როტარიანელთა კლუბი საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლება. მოდელი განვითარებულია საქართველოს სამედიცინო ჯგუფის მიერ და წარმოადგენს ეფექტურ კონცეფციას სკოლებში წყლის,სანიტარიის და ჰიგიენის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.



New World Program

The New World Program არის საპარტნიორო პროგრამა კოკა-კოლას ფონდისა და Global Water Challenge პლატფორმას შორის, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, განავითარონ ინოვაციური, ინკლუზიური და მდგრადი ამოცანები, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. პროგრამა მხარს უჭერს პროექტებს სამი ძირითადი მიმართულებით:

-სასმელ წყალსა და სანიტარიულ სერვისებზე ხელმისაწდომობის გაზრდა და წყლის რესურსების გაუმჯობესებული მართვა, თემების ჩართულობაზე დაფუძნებული მიდგომის საშუალებით.

-ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება განათლების გაუმჯობესებით და სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებით, თემების მდგრადი განვითარებისთვის

-კლიმატის ცვლილების ეფექტების შემცირება მდგრადი შეფუთვის, საზღვაო ნარჩენების მართვისა და გადამუშავების პროექტების საშუალებით

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვეკონტაქტეთ:  geoinfo@care.org

 

იხილეთ პროექტის დოკუმენტი - წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტი სკოლებში